ახალი ამბები

საერთაშორისო პარტნიორები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ გმობენ

9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპარლამენტო არჩევნები“ გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო დე-ფაქტო არჩევნები და განაცხადა, რომ ის „უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

პიტერ სტანო, ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში: „საქართველო: ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი აგრეძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“.

სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის თავმჯდომარის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის და საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებლის, ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის ერთობლივი განცხადება: „ჩვენ ვგმობთ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი არჩევნების ორგანიზება უხეშად არღვევს 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. კიდევ ერთხელ გამოვატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

შერაზ გასრი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში: „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ, საფრანგეთი არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. ‘საპარლამენტო არჩევნებს’“.

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში: „დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას,  საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ესტონეთი გმობს არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ის არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მის განმახორციელებელ ზომებს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ლატვია გმობს და არ აღიარებს 9 ივნისს საქართველოს სამხრეთ ოსეთში რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას რუსეთის ოკუპაციის პირობებში. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ და მის შედეგებს“.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „შვედეთი არ ცნობს, ე.წ. “საპარლამენტო არჩევნების” ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: „ნატო არ ცნობს იმ არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც გუშინ საქართველოს ცხინვალის რეგიონში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი: „შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ტარდება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button