ძველი ამბები

ალექსანდრე ხატისოვს სომეხმა ბოლშევიკებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წელის 15 აგვისტო, N285

საბჭოთა სომხეთში

ალექსანდრე ხატისოვს ემუქრებიან

სარწმუნო წყაროებიდან იტყობინებიან, რომ სომხეთის საზავო დელეგაციის წევრსა და პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ხატისოვს დანამდვილებით მიუსაჯეს ბოლშევიკებმა სიკვდილით დასჯა. ერევნის რევკომი ამას ასაბუთებს იმით, რომ ხატისოვმა სომხეთის ხალხის დაუკითხავად ოსმალეთთან ზავზე ხელი მოაწერა, რომლის ძალით სომხეთს ოსმალეთისთვის უნდა გადაეცა ყარსის ოლქი და ერევნის გუბერნიის ნაწილი. ამიტომ ხატისოვი, როგორც ხალხის მტერი უნდა სიკვდილით დაისაჯოსო. ხმებია, რომ ქაიზიმ-ბეიმის ხატისოვი თავის მფარველობის ქვეშ მიიღოვო.

მსგავსი/Related

Back to top button