skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 8 დეკემბერს გამართულ აუქციონზე 50 მლნ ლარის ღირებულებისა და 364-დღიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 8 კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 117 577 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090%, საშუალო შეწონილი 8.119%, მაქსიმალური კი 8.140% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button