skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ფინანსთა სამინისტრომ 3 ნოემბერს გამართულ აუქციონზე 90 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

უწყების ინფორმაციით, აქედან 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები ორწლიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 128 620 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100%, საშუალო შეწონილი 8.171%, ხოლო მაქსიმალური 8.200% იყო.

აუქციონზე გაყიდული 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები კი – 6 თვიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 35 000 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, აუქციონზე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110%, საშუალო შეწონილი 8.147%, მაქსიმალური კი – 8.150% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button