skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 24 ნოემბერს გამართულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ღირებულებისა და 5 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

სამინისტროს ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 6-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 155 617 000 ლარი შეადგინა.

უწყებისვე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.240%, საშუალო შეწონილი 8.265%, მაქსიმალური კი – 8.280% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button