skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1 დეკემბერს გამართულ აუქციონზე 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

უწყების ცნობით, აქედან 70 მლნ ღირებულების ფასიანი ქაღალდები 2 წლიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა 4-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 173 480 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100%, საშუალო შეწონილი 8.167%, მაქსიმალური კი – 8.190% იყო.

დანარჩენი 20 მლნ ღირებულების ფასიანი ქაღალდები 6 თვიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა 7-მა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნმა 62 982 000 ლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.040%, საშუალო შეწონილი 8.088%, მაქსიმალური კი – 8.130% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button