Placeholder canvas
ახალი ამბები

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა საარჩევნო სია წარადგინა

ქართული ოცნების ყოფილი წევრებისა და ფრაქცია ჩვენი საქართველო-დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა პარტიამ ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. სიის პირველი ნომერი პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაშია. მას მეორე, მესამე და მეოთხე ნომრებად ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე მოსდევენ.

ქვემოთ სოლიდარობის ალიანსის პროპორციული სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. მარიამ ჯაში;
  2. ბექა ნაცვლიშვილი;
  3. ლევან გოგიჩაიშვილი;
  4. გედევან ფოფხაძე;
  5. ზვიად კვაჭანტირაძე;
  6. ჯაბა ჯიშკარიანი;
  7. ინგა შამილიშვილი;
  8. ბესარიონ ფოფხაძე;
  9. ლია ელიავა;
  10. ვასილ თამაზაშვილი;
  11. ამირან მალაყმაძე;
  12. რიმა ბერიაშვილი;
  13. გიორგი ფოფხაძე;
  14. ირმა გურიელი;
  15. თორნიკე მარჯანიშვილი;
  16. ლაშა გიორგაძე;
  17. ალექსანდრე ჩიქოვანი;
  18. ნინო შეწირული-გობრონიძე;
  19. გენო მორჩილაძე;
  20. ბესიკ ესებუა.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button