ახალი ამბები

რუსეთი „ღია ცის“ შეთანხმების დარღვევას უარყოფს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს აშშ-ის მიერ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების საპასუხოდ, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის ამ ნაბიჯს „სამწუხარო“ უწოდა და რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა უარყო.

რუსეთის ფედერაციის მტკიცებით, იგი ხელშეკრულების პირობებს ყოველთვის „მკაცრად“ იცავდა და ამ მიმართლებით ამერიკელ კოლეგებს ადრე პრეტენზია არ გამოუხატავთ.

აშშ-ის პოზიციას, რომ ის გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუკი რუსეთი ხელშეკრულების პირობების დარღვევას შეწყვეტს, რუსეთის ფედერაციაში „ულტიმატუმად“ აფასებენ და განმარტავენ, რომ ასეთ პირობებზე საუბარი ვერ მოხერხდება.

აშშ-მა 21 მაისს „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმების მუდმივი დარღვევა, მათ შორის, ის ფაქტიც დაასახელა, რომ რუსეთი აშშ-ის უფლებას არ აძლევს მის საზღვართან მდებარე საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან „10 კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს“.

23 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პოზიციას მიესალმა და განაცხადა, რომ ქვეყანა „მჭიდრო კომუნიკაციაშია“ საკთარ პარტნორებთან, რათა განსაზღვროს, როგორ გაარძელებს ხელშეკრულებაში მონაწილეობას.

„ღია ცის“ შეთანხმებასთან მიმართებით, აშშ-ის პოზიციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიესალმა. საფრანგეთმა და კიდევ ათმა ევროპულმა ქვეყანამ აშშ-ის გადაწვეტულებას დასანანი უწოდეს, თუმცა განმარტეს, რომ რუსეთის მიერ ხელშეკრულების შესრულებასთან მიმართებით შეშფოთებას იზიარებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button