skip to content
ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის 2020 წლის სამხედრო ბიუჯეტში

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ახალ აქტში აშშ-ის კონგრესმა განაცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, ხოლო რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი და აგრესიული ქმედება ძირს უთხრის მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“.

აშშ-ის 2020 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სენატორმა ჯეიმს ინჰოუფმა წარადგინა, სენატმა და კონგრესმა ივნისსა და სექტემბერში მიიღო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი დოკუმენტს ხელი 20 დეკემბერს მოაწერა. აქტი ყოველწლიური საბიუჯეტო კანონია, რომელიც თავდაცვით პოლიტიკის მიმართულებებს, დაფინანსების ოდენობას და ამ პოლიტიკის განხორციელების პასუხისმგებელ ორგანოებს განსაზღვრავს.

დოკუმენტის 5503-ე მუხლის თანახმად, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გეგმებს ეხება, აშშ-ის შესაბამისმა ორგანოებმა კონგრესის შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინონ შეფასებები რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმდინარე გეგმების თაობაზე, რომლებიც მოიცავს „პოტენციურ რეაგირებას აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის და ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებაზე, ან რეგიონში მოკავშირეების და პარტნიორების მიმართ აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის დამატებითი ლეტალური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button