Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

გენერალმა ჰარბორდმა ნოე ჟორდანიას სამადლობელი წერილი გამოუგზავნა

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 15 ოქტომბერი, N232

ბ-ნ ჰარბორდის დეპეშა ბ-ნ ნოე ჟორდანიას სახელზე

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ნოე ჟორდანიას შემდეგი დეპეშა მოუვიდა ვაშინგტონიდან გენერალი ჰარბორდისაგან:

„საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ნოე ჟორდანიას.

ჩემს ყოფნის დროს თქვენ დედაქალაქში და მთავრობასთან მე ვწუხდი თქვენი ავადმყოფობის გამო, რომელმაც მე მომაკლო თქვენთან შეხვედრის სიამოვნება.

მე თქვენი წერილი მივიღე ბატონ დავით ღამბაშიძის ხელით და ძლიერ გმადლობთ იმ წერილში გამოთქმული გრძნობებისთვის.

ჩემთვის ძლიერ სასიამოვნო იყო ორჯერ ნახვა ქართულ საზოგადოებისა, ხოლო ჩემი შეხვედრა თქვენ მინისტრებთან, განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იყო ჩვენი მისიის თვალსაზრისით,

ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჯანმრთელობა საშუალებას მოგცემთ მალე დაუბრუნდეთ თქვენს თანამდებობას. გთხოვთ გადასცეთ თქვენს კოლეგებს, რომ მე ძლიერ მადლობელი ვარ იმ მრავალ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა ხალხმა აღმომიჩინა და ძლიერ ვაფასებ იმ ინტერესს, რომელიც მათ გამოიჩინეს ჩვენი მისიის მუშაობისთვის.

გულწრფელათ თქვენი ჯეიმს  ჰარბორდი,

ამერიკის გენერალური შტაბის გენერალ-მაიორი

მსგავსი/Related

Back to top button