skip to content
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 30 სექტემბერს, რომ მათ შეამჩნიეს, რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ თბილისში ხმაური ატყდა.

„კვლავ გვესმის გახუნებული თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ. როგორც ჩანს, ჩვენ ქართველ კოლეგებს პროტოკოლის და ფორმატის საკითხები უფრო აწუხებთ, ვიდრე ამ მოლაპარაკებების შინაარსი და მიმართულება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და აღნიშნა, რომ „რუსეთის და საქართველოს ხალხების ინტერესებს პირდაპირი და გულწრფელი საუბარი სჭირდება“.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის არსებული „არცთუ მარტივი სიტუაციიდან“ გამოსვლის გამოძებნაზე, ასევე „ივნის-ივლისის კარგად ნაცნობ მოვლენებზე“ გამახვილდა ყურადღება.

„გვინდა მადლიერება გამოვხატოთ შვეიცარიის მიმართ, რომელიც ბოლო 11 წლის მანძილზე რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში და რომლის დახმარებითაც გაიმართა ეს შეხვედრა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. მას შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პირველი შეხვედრა 26 სექტემბერს გამართეს.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ევროკავშირიგაეროეუთო და აშშ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას მიესალმნენ. ოპოზიციამ ეს შეხვედრა გააკრიტიკა.

შვეიცარიამ მაშინვე განაცხადა, რომ შეხვედრა მისი ინიცირებით და შელშეწყობით გაიმართა, თუმცა მინისტრმა ლავროვმა აღნიშნა მეორე დღეს, რომ შეხვედრა მისი ქართველი კოლეგის, დავით ზალკალიანის თხოვნით შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის სიტყვებს უარყოფთა. თუმცა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა ჟურნალისტებს გუშინ, რომ შეხვედრა საქართველოს თხოვნით გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button