skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მიღებულია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება.

”საქართველოს რუსეთის ფედერაციაში და არც რუსეთის ფედერაციას საქართველოში არ ეყოლება ის დიპწარმომადგენლობა, რომელიც ატარებს პოლიტიკურ სამუშაოს,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს, ”ჩვენ ვინარჩუნებთ მარტო საკონსულოს, რადგანაც ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ ნიშნავს ავტომატურად საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტას”.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესებს რუსეთში მესამე ქვეყანა წარმოადგენს. მესამე ქვეყნის შერჩევის მიზნით, რომელსაც ასევე უნდა დაეთანხმოს რუსეთის ფედერაცია, უკვე დაწყებულია კონსულტაციები.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button