ახალი ამბები

გაერო, ეუთო და აშშ ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრას მიესალმებიან

Tags

გაერო, ეუთო და ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებიან 26 სექტემბერს შვეიცარიის შუამავლობით საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დავით ზალკალიანს და სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრას.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეში მიესალმება შვეიცარიის როლს ამ ინიციატივაში და იმედს გამოთქვამს, რომ ეს „რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩაკმა დაწერა Twitter-ზე, რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა „მნიშვნელოვანია“. „ეს იმის მანიშნებელია, რომ არსებობს იმედი, რომ კონსტრუქტიული დიალოგი შეამცირებს დაძაბულობებს და გააძლიერებს სტაბილურობას ეუთოს რეგიონში შემავალი ხალხების სასარგებლოდ“, – განაცხადა მან.

აშშ-ის საელჩომ თბილისში განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებენ რუსეთს, რომ დაასრულოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა.

გუშინ განცხადება იმავე საკითხზე ევროკავშირმაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „დიალოგის წარმართვა უმნიშვნელოვანესია უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად“.

26 სექტემებრს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელების – სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან დღემდე, ეს ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი შეხვედრა იყო.

შეხვედრა შევეიცარიის მხარის ორგანიზებით შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button