ახალი ამბები

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს ეწვევა

Tags

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, 3-4 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თბილისს ესტუმრება.

ნატოს 23 სექტემბერის განცხადებით, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად, ბათუმში ნატო-საქართველოს კომისიის თავმჯდომარე იქნება.

გიოტმიოლერი და ნატოს მუდმივი წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და სხვა კანონმდებლებს შეხვდებიან.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების წინაშე სიტყვითაც გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან სამუშაო სადილს გამართავენ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან და აშშ-ის მიერ ნაჩუქარ ორ საპატრულო კატარღას მოინახულებენ.

ასევე ნახეთ:

12/09/2019 – ჯეიმს აპატურაი: მე-5 მუხლის შესახებ რასმუსენის შემოთავაზების განხილვას აზრი არ აქვს;

03/04/2019 – ნატოს, აშშ-ის ოფიციალური პირები შავის ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს შესახებ იმსჯელებენ;

01/04/2019 – ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს;

12/07/2018 – საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში;

10/07/2018 – სტოლტენბერგი: ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button