ახალი ამბები

ფოთის პორტს ნატოს ოთხი სამხედრო ხომალდი სტუმრობს

Tags

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი დღეს ოთხდღიანი საპორტო ვიზიტით ფოთის პორტში შემოვიდა.

მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს მეთაური ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.

სამხედრო ხომალდები ფოთის პორტს 4 აპრილს დატოვებენ. მანამდე კი, მათი ეკიპაჟები საქართველოს სანაპირო დაცვის ორ ხომალდთან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანი საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ საპორტო ვიზიტი საქართველოს მისწრაფებებს ნატოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button