ძველი ამბები

ბერძნული პრესა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ წერს

Tags

გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 13 აგვისტო, N148

გაზეთი „მესსაჟე და ათენი“ საქართველოს შესახებ

გაზეთი „მესსაჟე და ათენი“, რომელიც გამომხატველია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა შემდეგს წერს:

საგარეო საქმეთა მინისტრმა დირმიდისმა გუშინ წინ მიიღო საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური მისია. ეს პატარა სახელმწიფოა – მეტად ძველი და ამავე დროს მეტად ახალგაზრდა, რადგან მისი აღმოცენება ეკუთვნის ჯერ კიდევ პრომეთეს ხანას და მისი აღორძინება ეხლანდელი სახით ორი წელიწადიც არაა რაც მოხდა და ამ სახელწიფოს სურს აღადგინოს საბერძნეთთან ძველი ურთიერთობების და იმედი აქვს, რომ აქ თავის საქმისთვის სიმპათიას ჰპოვებს. მისიის მოლაპარაკებამ საგარეო საქმეთა მინისტრთან და ყველა ოფიციალურ და არა ოფიციალურ პირებთან ნება მისცეს მას ეღიარებინა, რომ ეს სიმპატიები უკვე მოპოვებული აქვს ახალგაზრდა რესპუბლიკას. ბერძნის ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა და და მისცა სიგნალი ემანსიპაციისა აღმოსავლეთში არ შეუძლია ივაჭროს მეგობრობისათვის მათთან, რომლების იბრძვიან ამავე საქმისთვის. რაც შეეხება კომერციულ ურთიერთობას, ისინი არსებობენ, მხოლოდ საჭიროა რომ ისინი განმტკიცდეს“.

შემდეგ იგონებს რა წინადროინდელ ურთიერთობას ძველ საბერძნეთისა და კოლხიდას შორის, მოკლედ აღნიშნავს რა საქართველოს ისტორიას, გაზეთი დიდი სიმპათიით ლაპარაკობს თანამედროვე საქართველოს შესახებ, მის ეხლანდელ სახელმწიფოებრივ წყობილებაზე და იმ როლის შესახებ, რომელიც გაზეთის აზრით, უნდა ითამაშოს საქართველომ კავკასიაში და ათავებს სტატიას შემდეგი სიტყვებით: „აქ არის ნიშნები და ტენდენციები, რომლებიც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებენ. ამ პატარა ეთნიურ ჯგუფებს ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ეს თქვა ომის დასაწყისში ასევიტმა, დაიჭირონ ალაგი მზის ქვეშ, როგორი უფლებაც აქვს დიდ ხალხებს. მათ აქვთ უფლება ერთმანეთს დაუახლოვდენ თანახმად თავის სიმპატიებისა. აძლიერებენ და იცავენ რა მათ, დიდი სახელმწფოები აძლიერებენ თავის თავს ყოველივე იმპერიალიზმის წინააღმდეგ, საიდანაც არ უნდა გამოჩნდეს ის“.

Show More

Related Articles

Back to top button