ახალი ამბები

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

Tags

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 15 იანვარს ხანმოკლე ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა და ბოლნისში თავის ქართველ კოლეგას მამუკა ბახტაძეს შეხვდა. ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ფაშინიანი რიგგარეშე არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრად ხელახლა დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა. დღის წესრიგის კონკრეტული საკითხები არ გასაჯაროებულა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და „ნაყოფიერი თანამშრომლობის“ გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ „შემდგომი აქტიური ორმხრივი ურთიერთობა ხელს შეუწყობს ორ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოს, რომ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობა განავითარონ და გააფართოვონ“.

სომხური მედიის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ბოლნისის მოსახლეობასთან, ხანმოკლე შეხვედრა გამართა, რომელთა დიდი ნაწილიც ეთნიკური სომხები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button