ახალი ამბები

გაეროს გენერალური მდივანი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერის მოადგილემ ფარან ჰაქმა 2008 წლის რუსეთსაქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშრებით, გენერალური მდივნის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გუტიერესის შეფასებით, არსებული ვითარებაიმის შეხსენებაა, რომ ამ და ევროპის მასშტაბით არსებული სხვა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაა საჭირო“.

„ეს პროცესი შესაბამისი აქტორების ჩართულობას, ძლიერ პოლიტიკურ ნებას და მოლაპარაკებების პროცესის გაძლიერებას საჭიროებს“, – აღნიშნა ჰაქმა.

გაეროს გენერალური მდივანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GIDმონაწილეებს მოუწოდებს, რომ შეიმუშაონ კონსტრუქციული, მომავალზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ამ მექანიზმს საკუთარი მანდატის შესრულების საშუალებას მისცემს“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გენერალური მდივანი ყველა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ „პროგრესს დიალოგის გზით მიაღწიონ და ისეთი ცალმხრივი პოლიტიკის გატარებისგან თავი შეიკავონ, რომელმაც, შესაძლოა, რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს“.

პრესსპიკერის მოადგილის განცხადებით, ანტონიო გუტიერესი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებმა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა (IPRM)სტაბილურობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანა, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, კვლავ მნიშნველოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების მიმართ“.

გაერო კვლავ გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის მხარდაჭერას“, – დასძინა ჰაქმა.

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს: ჩეხეთმადანიამ, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმარუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამდიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმაც, რომელიც ეუთოს წევრ 11 სახელმწიფოს აერთიანებს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button