ჰააგის სასამართლომ უკრაინასა და საქართველოში მებრძოლი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ორი მაღალი რანგის რუსი სამხედრო მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კობილაშისა და ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის დაპატიმრების ორდერები გასცა. მათ ბრალად ედებათ ომის დანაშაულების ჩადენა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ICC-ის ბოლო გადაწყვეტილება 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრას არ უკავშირდება, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი კობილაშმა ასევე ითამაშა გარკვეული როლი ამ კონფლიქტში. 368-ე მოიერიშე საავიაციო პოლკის მეთაურის რანგში, კობილაში 2008 წელს სამხედრო მფრინავის სტატუსით, სავარაუდოდ, პირადად ახორციელებდა საქართველოს ქალაქების დაბომბვას. საქართველოში შემოჭრის შემდეგ იგი „რუსეთის ფედერაციის გმირად“ აღიარეს.
ICC-ის თანახმად, თითოეული ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე, როგორიცაა სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების განხორციელება, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გადაჭარბებული შემთხვევითი ზიანის მიყენება და არაჰუმანური ქმედებების ჩადენა.
ასევე წაიკითხეთ:
- 16/12/2022 – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის გამოძიების ეტაპი დაასრულა
- 30/06/2022 – ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის დანაშაულებზე სამი დაკავების ორდერი გასცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)