skip to content
ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით ნიშნავს. მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მამუკა ბახტაძესთან უკვე შეთანხმდა. წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, 29 აგვისტოს დაიწყება. 

მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. „ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსნებეთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები მე ჩამოყალიბებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი, ფარული კენჭისყრით წელს ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button