Placeholder canvas
ახალი ამბები

საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებულების სასჯელი გამოაცხადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით და 6 თვით, ხოლო მეორეს კი 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლომ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა, სადაც დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, ერთ-ერთ ბრალდებულს სასჯელის სახედ 14  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა.

მეორე ბრალდებულს კი წინასწარი შეცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის სასჯელის ზომად 13  წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა მასაც იმავე კოდექსის მიხედვით, სასჯელი ¼ –ით შეუმცირდა.

საქალაქო სასმაართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვისა და ბრალდების მხარეები ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button