ახალი ამბები

ევროკავშირი მზია ამაღლობელის დაპატიმრებას გმობს და „უსამართლოდ დაკავებული პირების“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა დაგმო ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის შეფარდება და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს იგი და ასევე „უსამართლოდ დაკავებული პირები“, უზრუნველყოს და დაიცვას „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი“.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ევროკავშირის 6 აგვისტოს განცხადებაში. „მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია“.

„ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English

Back to top button