skip to content
ახალი ამბები

კასპში მმართველი პარტიის აქტივისტები ოპოზიციის ლიდერს და ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ

მმართველი პარტიის აქტივისტები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები 30 ივნისს კასპში ოპონენტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ კასპში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს მის წინააღმდეგ საჯარო სამსახურის თანამშრომლობის მობილიზება განხორციელდა, რომელთაც მისი მანქანა დააზიანეს.

კასპიდან პირდაპირი ჩართვის დროს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცს თავს დაესხნენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თავდასხმებზე დაუყონებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ კასპში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187- ე და 126- ე მუხლებით დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button