skip to content
ახალი ამბები

ლიეტუვის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დაიწყო

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 10-12 ივნისის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

პრეზიდენტი ნაუსედა დღესვე ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა, სადაც მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი დახვდა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გააცნო.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ნაუსედა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button