
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 31-ე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა და მას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო, გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ უმასპიმძლეს.
This post is also available in: English