ახალი ამბები

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს

ირაკლი დგებუაძე, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეში ცენტრალური ფიგურაა, ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს და ის თბილისში გადმოიყვანეს. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 4 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო, თუ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამავე ინფორმაციით, იგი ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრს ხელმძღვანელობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის პოლიციის უფროსის მოვალეობას ამ დროისთვის გოჩა ვანაძე ასრულებს, რომელიც მანამდე ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო.

This post is also available in: English

Back to top button