ახალი ამბები

პროკურატურამ საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ ბრალდებები შეამსუბუქა

პროკურატურამ აქტივისტ საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ ბრალდებები გადააკვალიფიცირა და მას სისხლის სამართლის ბრალი შეუმსუბუქა. სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია და რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, სამართალწარმოების საბოლოო ფაზაში, პროკურორებმა გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, რომ სხვიტარიძეს არ ეცოდინებოდა, რომ მამაკაცი პოლიციელი იყო, რის შედეგადაც მას ბრალი „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების“ მუხლით გადაუკვალიფიცირეს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

This post is also available in: English

Back to top button