ახალი ამბები

აქტივისტ საბა სხვიტარიძეს ნიღბიან პოლიციელთან დაპირისპირებისთვის ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა

ოპოზიციური პარტია „ახალის“ წევრსა და აქტივისტს, საბა სხვიტარიძეს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის „განზრახ სხეულის დაზიანების“ მიყენებაში ცნო დამნაშავედ. სხვიტარიძე თავს უდანაშაულოდ ცნობს, მისი დაცვის მხარე კი ამტკიცებს,  რომ იგი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა მას შემდეგ, რაც მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პოლიციელი მისი ჯგუფის სხვა წევრს დაესხა თავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვეტილება 3 სექტემბერს გამოაცხადა.  

სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა, მოგვიანებით მისი ბრალი 120-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც უფრო მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button