
პარტია „დროას“ და მის ლიდერს, ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს
ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტია „დროას“ და მისი ლიდერის, ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიშები იმის გამო დააყადაღა, რომ პარტიამ არ გადაიხადა 50 ლარის ოდენობის სასამართლო გადასახადი, რომელიც 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების სააპელაციო საჩივართან იყო დაკავშირებული.
ხოშტარიამ ამ ნაბიჯს „რეპრესიის ფორმა“ უწოდა და განაცხადა, რომ პარტიის შემოწირულობები სხვა ანგარიშზეა დაცული, ხოლო დაყადაღებულ ანგარიშზე მხოლოდ 17 ლარი იყო განთავსებული. ხოშტარიას თქმით, იგი არც ჯარიმას გადაიხდის და არც სასამართლოში გამოცხადდება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ანგარიშების დაყადაღებამდე ერთი დღით ადრე, ხოშტარიამ მხარდამჭერებს „ფეისბუქის“ საშუალებით შემოწირულობები სთხოვა. მან მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მათი ფინანსური დახმარებით ბევრი რამე შეძლეს, მათ შორის, სხვადასხვა აქციის ორგანიზება თბილისსა და რეგიონებში. „მაგრამ ეხლა ისევ უნდა გთხოვოთ დახმარება აგვისტოს გეგმების შესასრულებლად“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English