
ახალი ამბები
ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, რვა პარტია ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტს, რადგან მას შეუერთდნენ შვიდი სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. პარტიებს „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ ანალოგიური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ბოიკოტის მომხრე პარტიებს შორის არიან „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, „დროა“ და „ფედერალისტები“.
This post is also available in: English