ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ კერძო სექტორისთვის ოპიოიდურ ჩანაცვლებით მკურნალობასა და ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს კრძალავს

„ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ 1-2 ივლისის რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების თანახმად, კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის შეთავაზება, ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტი და დისტრიბუცია.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,  პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების თანახმად, ორივე მომსახურებაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს.

This post is also available in: English

Back to top button