ახალი ამბები

მცირე ოდენობის მარიხუანას ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მკაცრდება

საქართველოში ხუთ გრამამდე გამომშრალი მარიხუანას უკანონო შეძენა ან შენახვა ახლა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

2 ივლისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლითაც მარიხუანას და კანაფის შენახვა სხვა ნარკოტიკებთან ერთად ერთ კატეგორიაში მოექცა. ცვლილებების განხილვისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ მოხმარებასთან დაკავშირებული წესები უცვლელი რჩება.

ცვლილებების თანახმად, მარიხუანას დიდი რაოდენობით – 70 გრამამდე – შენახვა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 250 გრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანას შენახვისთვის სასჯელმა შეიძლება 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას მიაღწიოს.

კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება შედარებით ნაკლებვადიან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button