ახალი ამბები

შსს ნარკოტიკებთან დაკავშირებით ჩხრეკისას პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 314-მა ადამიანმა გაიარა ნარკოტესტირება. მან უარყო მტკიცება, რომ მხოლოდ მომიტინგეები ან ოპოზიციის წევრები არიან ტესტირების სამიზნეები და ასეთ ბრალდებებს „ცრუ კამპანია“ უწოდა, რომლის მიზანიც „საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“.

„შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 9 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. „პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს“.

შსს-ს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 8 ივლისის, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრები, თბილისში ნარკოტესტირებისთვის დააკავა.

შსს-ს 9 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური შემოწმება 314 პირს ჩაუტარდა. აქედან, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 240 პირს, ხოლო 23-მა პირმა თავი აარიდა ნარკოლოგიურ შემოწმებას, რომლებიც ისევე დაჯარიმდებიან, როგორც ნარკომომხმარებლები, რადგან ეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით არის გათვალისწინებული.

This post is also available in: English

Back to top button