ახალი ამბები

ახალი დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ პარლამენტში

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მმართველი პარტიის სიიდან ახალი დეპუტატის, დავით დოლიძის, უფლებამოსილება ცნო. დოლიძე, რომელიც თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელია, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლე იქნება. ამ უკანასკნელს დეპუტატის მანდატი მას შემდეგ შეუჩერდა, რაც იგი „ქართული ოცნების“ განათლების ახალ მინისტრად დაინიშნა.

ამასთან, ერთპარტიულმა პარლამენტმა 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” დეპუტატის მარიამ ლაშხის განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. მანამდე ამ კომიტეტს გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English

Back to top button