ახალი ამბები

შსს: სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში ექვსი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს განაცხადა, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, უცხოეთის ექვსი მოქალაქე დააკავეს.

„ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ექვს პირს, მათ შორის ინდოეთისა და ირანის მოქალაქეებს, ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

„მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აცხადებს შსს.

This post is also available in: English

Back to top button