skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის ჩინური კონგლომერატისთვის გადაცემის გამო შეშფოთებას გამოხატავს

ჰელსინკის კომისიაში ამერიკელი კანონმდებლების ორპარტიულმა ჯგუფმა 2 აპრილს ძლიერი შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის სტრატეგიული საზღვაო პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კონგლომერატს მიანიჭოს, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიები შედიან.

კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, რომელსაც ასევე უერთდებიან კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონი და სხვა წევრები, განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და გაზარდოს ჩინეთის გავლენა შავი ზღვის რეგიონში.

„შეშფოთებული ვართ ცნობებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს დაუთმოს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. „ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიას, ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტების მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისა და დესტაბილიზაციისთვის გამოყენების, ასევე ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავების ისტორია აქვთ“.

„რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოდ აქცევს და თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას ზღუდავს“, – ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისიამ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ გადახედოს შეთანხმებას, რომლის დასრულებაც აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება, და გამჭირვალე პროცესის გზით მიიღოს გადაწყვეტილება პორტის განვითარების შესახებ.  

კომისიის წევრებმა გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება, რომ პორტის ჩინეთისთვის გადაცემა ნიშნავს მთავარი ეროვნული აქტივის იმ მთავრობისთვის გადაცემას, რომელიც არ იზიარებს საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებს ან მის მიზანს შეუერთდეს დასავლეთის უსაფრთხოების ალიანსებს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას.

განცხადებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინოვაციები, ლოგისტიკა, ენერგეტიკა და შუა დერეფნის განვითარება.

2024 წლის 29 მაისს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების სამხედრო მიზნებისთვის აშენების გამო შავ სიაში შეიყვანა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button