skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ჰელსინკის კომისია სახდეპს „ქართული ოცნების“ საქმიანობის „დამფინანსებელ“ თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

12 აგვისტოს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „დაუპირისპიდეს“ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ.

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა, რათა დააფინანსოს თავისი საქმიანობები და შეავიწროვოს თავისი ოპონენტები“.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელისუფლებო კომისიაა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წევრი სენატის წევრია, ცხრა – წარმომადგენელთა პალატის წევრი, ხოლო სამი – აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button