skip to content
ახალი ამბები

სიახლეების ბლოგი | წინააღმდეგობა | აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე აღნიშნავენ

მასობრივ პროტესტს, რომელიც „2028 წლამდე“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადების შემდეგ 28 ნოემბერს დაიწყო, პოლიციის სასტიკი რეპრესიები მოჰყვა. მას შემდეგ ქართველები მთელი ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის აქციებს მართავენ. ის, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილების წინააღმდეგ პროტესტით დაიწყო, გრძელდება როგორც ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ძალისხმევა ქვეყნის კონსტიტუციური კანონიერების გზაზე დასაბრუნებლად. „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და მისი არჩეული მთავრობის ლეგიტიმურობა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სადავოა, ვინაიდან არჩევნები გაყალბებულად მიიჩნევა (იხ. წინა სიახლეების ბლოგი).


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი წინა სიახლეების ბლოგი.


სამშაბათი, 31 დეკემბერი

23:59 – აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე აღნიშნავენ

საპროტესტო აქციის 34-ე დღეს აქტივისტებმა საღამოს თბილისში „ჯადოსნური პროტესტის ღამისთვის“ რუსთაველის გამზირის მომზადება დაიწყეს და 2025 წლის ერთად შეხვედრა დაგეგმეს. ქართველებმა ახალი წელი რუსთაველის გამზირზე ასობით მეტრზე გადაჭიმულ გიგანტურ სუფრასთან აღნიშნეს. ხალხმრავალ, ხმაურიან და სადღესასწაულო გამზირზე ახალი წლის დადგომიდან კიდევ დიდ ხანს გრძელდებოდა სხვადასხვა შეკრებები, კონცერტები და მოხალისეების მიერ საჭმლის დარიგება. სახალხო ზეიმს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

12:15 – საჯარო რეესტრის 100-ზე მეტი თანამშრომელი ამბობს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონის ხელმოწერიდან მეორე დღეს, საჯარო რეესტრიდან 100-ზე მეტმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას და გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე.

12:00 – საახალწლოდ საპროტესტო აქციები გრძელდება, რადგან რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები და პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეიკრიბებიან

საპროტესტო აქციები ზედიზედ 34 დღეა გრძელდება. დღეს, ახალი წლის ღამეს, მოქალაქეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან აღნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებს სავარაუდოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.

09:00 – ჯო უილსონი ივანიშვილის ნათესავებისა და თანამოაზრეების მიმართ სანქციებს აანონსებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ აშშ სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე. „ამერიკა სანქციებს დაუწესებს კრიმინალების ყველა ნათესავს, რომლებიც თავს ესხმიან თავისუფლებას, კორუმპირებული შვილები და ნათესავები ვერ ისიამოვნებენ ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ცხოვრებით მაშინ, როცა მათი თაღლითი მამები და ბიძები იტყუებიან, კლავენ და იპარავენ. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ“.

ორშაბათი, 30 დეკემბერი

17:20 – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და მსახიობები რექტორის გადადგომას ითხოვენ

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და მსახიობები შენობაში აქციას მართავენ და რექტორის გიორგი შაუტაშვილის გადადგომას ითხოვენ. სტუდენტების თქმით, შაუტაშვილი არღვევს მათ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების უფლებას. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის შენობაში აქციას უკვე ორი დღეა მართავენ, თუმცა მეგობრებისა და სტუდენტებისგან საკვების მიღების უფლება არ მისცეს, რადგან რექტორმა ამის ნებართვა არ გასცა. ამასთან, 33-დღიან საპროტესტო აქციაში მონაწილე ზოგიერთი მსახიობი საქალაქო სასამართლოში დაიბარეს გზის გადაკეტვის ბრალდებით. უნივერსიტეტში საპროტესტო აქციები 13 დღის წინ დაიწყო და თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მკაფიო პოზიცია გამოეხატა და დაეგმო „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის სტუდენტების დარბევა.

15:40 – პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. უწყებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ბიუროდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ რეპრესიები გააპროტესტეს და აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

11:16 – „საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო“ მედიის მიმართ ძალადობის ზრდასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც მედიის მიმართ ძალადობის კვლევაში დაფიქსირებული ტენდენციები განიხილეს. რეგიონული ოფისების მენეჯერმა ზვიად ქორიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს განზრახ ამოიღეს სამიზნეში მედიის წარმომადგენლები დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებითან და დასძინა, რომ ხელისუფლებამ ვერ მიიღო შესაბამისი პრევენციული ზომები ასეთი სისასტიკის დასასრულებლად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა ნატალია ვახტანგაშვილმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა დარღვევების სახეების შესახებ. მისი თქმით, დაფიქსირდა 200-მდე დარღვევა, ხუთჯერ მეტი, ვიდრე წინა წლებში, და ამ შემთხვევების 80% 26 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე მოხდა. ვახტანგაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მათ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, რომელმაც განაცხადა, რომ ნოემბრისთვის მხოლოდ 16 ასეთი ძალადობის შემთხვევა იყო გამოძიებული.

კვირა, 29 დეკემბერი

18:30 – პოლიციამ ექვსი დაკავებული მოქალაქე ხელწერილით გაათავისუფლა

პოლიციამ პარლამენტთან მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ აქციაზე დაკავებული ექვსივე მოქალაქე ხელწერილით გაათავისუფლა – ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 14:30 საათზე დააკავეს. შსს-ს თქმით, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ ბრძანებებს და უკანონოდ უკეტავდნენ გზას მანქანებს. უფლებადამცველები და თვითმხილველები დაკავების დროს ძალადობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქუჩის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია.

14:20 – რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობიდან არც თუ ისე შორს, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი ყოველგვარი მიზეზის გამო დააკავა, რადგანაც ისინი არ კეტავდნენ მოძრაობას და არც რაიმე უკანონო ქმედებას ახორციელებდნენ.

11:30 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ვადის ბოლო დღეს ორბელიანების სასახლესთან სიტყვით მიმართა ხალხს, სწორედ მაშინ, როცა პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. მისი თქმით, ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო ხალხია და ამ ლეგიტიმაციას თან წაიღებს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, დატოვოს ორბელიანების სასახლე და გააგრძელოს მუშაობა, როგორც ქვეყანაში ერთადერთმა ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა.

11:00 – პარლამენტში ახალი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გამართა. ხანმოკლე ცერემონია პარლამენტის შენობაში გაიმართა. ინაუგურაციას არცერთი უცხოელი ელჩი არ დასწრებია. მმართველი პარტიის თქმით, ისინი პარლამენტის შენობაში სივრცის სიმცირის გამო არ მიიწვიეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა მათი ახალი მთავარსარდლის ფიცის დადებას. ინაუგურაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. ტრადიციის დარღვევით, პარლამენტის პლენარულ დარბაზში მხოლოდ ქართული დროშები იყო გამოფენილი, ხოლო ევროკავშირის დროშები არსად ჩანდა.

10:00 – ხალხი ორბელიანების სასახლესთან იკრიბება და პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართვას ელოდება

ორბელიანების სასახლესთან ხალხმა მას შემდეგ დაიწყო შეკრება, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მიმართავდა. ზურაბიშვილი სასახლეში ღამით დარჩა და განაცხადა, რომ შენობის დატოვებას არ აპირებდა. დღესვე პარლამენტში ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზეა დაგეგმილი.

09:48 – კონგრესმენი ჯო უილსონი: ამერიკა პრეზიდენტ ზურაბიშვილს უჭერს მხარს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი: „ამერიკა მხარს უჭერს ერთადერთ ლეგიტიმურ ქართველ ლიდერს სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, უარყოფენ ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის მარიონეტის ფიქტიურ დასმას.  სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს“.

შაბათი, 28 დეკემბერი

15:00 – საქართველოს მასშტაბით „ერთობის ჯაჭვი“ შეიქმნა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და „ერთობის ჯაჭვი“ შექმნეს. მიუხედავად ცივი და წვიმიანი დეკემბრის დღისა, რიგები უფრო და უფრო გრძელდება, განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი. “ერთობის ჯაჭვს” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.

“ერთობის ჯაჭვი” გმირთა მოედანზე. ფოტო: გიორგი ექსეულიძე

პარასკევი, 27 დეკემბერი

22:19 – კონგრესმენი უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი: „მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო. აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით ივანიშვილისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმში მისი მეგობრების თავდასხმების პირისპირ“.

20:09 – კონგრესმენი ჯო უილსონი მიესალმება აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებას

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი: „მივესალმები დიქტატორობის რიგში მდგომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

18:26 – ჯო უილსონი ირანში კობახიძის ვიზიტს აკრიტიკებს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი: „რატომ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან? იგივე ტერორისტები აქტიურად გეგმავდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღიურად ამერიკის სიკვდილისკენ მოუწოდებდნენ. ჩვენ გხედავთ. ამერიკა არ მოტყუვდება“.

15:37 – ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველო ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშე დგას

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ნაუსედამ გააფრთხილა, რომ საქართველო ბელარუსის სცენარის გამეორების რისკის წინაშე დგას და მტკიცედ დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ. მან ხაზი გაუსვა ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და გააკრიტიკა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერება, რადგანაც ეს ძირს უთხრის საქართველოს ნებას და „რუსეთს აძლევს ხელს“.

15:35 – შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების პროტესტი

შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ანიმატორები, ივენთ მენეჯერები, მომღერლები, ფოტოგრაფები, მუსიკოსები და დიჯეები, ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ. მათ ერთი და იგივე მოთხოვნა აქვს: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.

15:00 – სსო-ები ქალთა მიმართ ძალადობას გმობენ და წამებაში მონაწილე პოლიციელებს ამხელენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც დაგმეს ბოლოდროინდელი დაკავებები და ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფა, არასათანადო მოპყრობა და სექსუალური შევიწროების მუქარა. „ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა შემთხვევებს, როდესაც ქალები საჯაროდ საუბრობენ პოლიციელების არასათანადო მოქცევაზე, მათ შორის შემთხვევებს, როდესაც მამაკაცები ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარას ვიდეოთი იღებდნენ. ბრიფინგზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ასევე დაასახელა წამებისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიციელი და მათ არასათანადო ქმედებებში მონაწილეობაზე მიუთითა. იდენტიფიცირებული პოლიციელები არიან თეკლა ჯავახაძე და ცოტნე მესხიშვილი (შსს, მაია გოგიძის საქმე), ლაშა ბერიძე (შსს, ალექსანდრე დემიანენკოს საქმე) და ნუგზარ ტურაშვილი (შსს, ირაკლი ფიფიას საქმე).

14:50 – ანალენა ბერბოკი საქართველოს გაწევრიანების გზის მიმართ ევროკავშირის შეშფოთებაზე მიუთითებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ოფიციალური დებატების გამართვისკენ მოუწოდა და ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ „მზარდი ავტორიტარული პოლიტიკა“ დაასახელა. მისი თქმით, გერმანია ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის „საქართველოს ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას და მიზანმიმართული სანქციების დაწესებას“. „ქართული ოცნება ხელიდან უშვებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ ისტორიულ შესაძლებლობას“, – განაცხადა ბერბოკმა.

14:19 – სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება 3 წლით აუკრძალა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება 3 წლის ვადით აეკრძალა. ზურაბ ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და გზის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.

13:25 – IT სფეროს წარმომადგენლების პროტესტი თბილისში

IT და ტექნიკური სფეროს წარმომადგენლები პროტესტს აგრძელებენ და მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი ახალი არჩევნების ჩატარებასა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.

13:20 – „არა რეპრესიებს!“ – საჯარო მოხელეები საპროტესტო აქციას მართავენ

არაერთი სოციალური მუშაკის სისტემიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლების შემდეგ, პრობაციის ცენტრს საჯარო მოხელეები ესტუმრნენ. აქციის მონაწილეები პრობაციის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრას და გათავისუფლებაზე ახსნა-განმარტებას ითხოვენ. საჯარო მოხელეებს სურთ გაარკვიონ, რატომ დაითხოვეს განსხვავებული შეხედულებების მქონე პირები სახელმწიფო უწყებიდან.

11:13 – თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა სხვიტარიძეს ჯარიმა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ საბა სხვიტარიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, მათ შორის გზის გადაკეტვის, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ამასთან, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთშაბათი, 26 დეკემბერი

22:00 – შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა საქართველო დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა, რომელიც თანამდებობიდან 4 დეკემბერს, საპროტესტო აქციების მასობრივი დარბევების ფონზე გადადგა, ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა და აღნიშნა: „იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო“. მან ასევე გადაუხადა მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის საელჩოს საქართველოში.

21:49 – ჯო უილსონი ივანიშვილს აკრიტიკებს და საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების შეწყვეტით იმუქრება

ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს „ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, „ცდილობს საქართველო დემოკრატიულიდან დიქტატორულ ქვეყნად აქციოს. ჩვენ პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოს ყველანაირი დახმარება შევუჩეროთ, თუ ეს მოხდება“.

20:55 – სენატორი რიში მიესალმება ქართველი მომიტინგეების გამძლეობას ტრანსატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრმა სენატორმა რიშმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუხატა ქართველი ხალხის პროტესტს ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ. „ქართველი ხალხი 4 კვირაა აპროტესტებს თავისი ხელისუფლების სახიფათო გზას. საქართველოს ოცნებაა შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, ხელისუფლებამ ამას პატივი უნდა სცეს. მივესალმები ხალხის შეუპოვრობას და ნათელი მომავლისადმი ერთგულებას – მიუხედავად გაჭირვებისა, რომელიც მათ გადაიტანეს“.

20:30 – პროტესტის 29-ე დღე თბილისში

უწყვეტი საპროტესტო აქციების 29-ე დღეს, დემონსტრანტები თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან პარლამენტისკენ გაემართნენ. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.

19:15 – დაპატიმრებული მოქალაქეების იურიდიული დახმარებისთვის ადვოკატთა ჯგუფი შეიქმნა

ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებელი ადვოკატებსა და იურისტების ჯგუფის წარდგინება გაიმართა, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის მცველი მოქალაქეების პრო ბონო, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის ერთიანდებიან. საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს დამოუკიდებელი ადვოკატებსა და იურისტების ჯგუფს, რომლებიც „საქართველოს ევროპული მომავლის მცველი მოქალაქეების პრო ბონო, უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის ერთიანდებიან“. ინიციატივის მიზანია „დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები და ამისთვის ცხელი ხაზიც ამოქმედდება და ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ“.

19:00 – ჯო უილსონი ივანიშვილს ქართული დემოკრატიის შელახვის წინააღმდეგ აფრთხილებს

აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა X-ზე მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის მტრებზე ძალიან ნათელია. „პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

18:10 – ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის

ქართველი გერმანისტები თსუ-ის შენობასთან იკრიბებიან, საიდანაც პარლამენტისკენ დაიძრებიან. მათი გზავნილი ნათელია: ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელება და ევროკავშირში ინტეგრაცია.

13:00 – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება თანამშრომლების გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, 25 დეკემბერს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა  პრობაციის ეროვნული სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს და აცნობეს, რომ მომავალი 2025 წლიდან აღარ უგრძელებდნენ შრომის ხელშეკრულებას და თავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან. „მეტიც, ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფირების ცენტრიდან გაათავისუფლეს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ხოლო ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია“, – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში. :გვაქვს ეჭვი, რომ ამჯერად პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისფულებენ კვალიფიციურ კადრებს. ჩვენი პროფესიული კავშირი და სრულიად პროფესიული თემი წინ აღვუდგებით ამ უსამართლობას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ სოლიდარობის სხვადასხვა აქტს“.

11:46 – ზურაბიშვილი ერთობაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ  უნიკალური სოლიდარობა სუფევს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ეროვნულ უმცირესობებს შორის, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აქციებს მართავენ. მისი თქმით, ცოტა ქვეყანაში თუა შესაძლებელი ასეთი ერთობის ნახვა. „საპროტესტო აქციები თითქმის ერთი თვეა გრძელდება, სადაც მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ“, – განაცხადა მან.

01:30 – ბილდტი: ევროკავშირმა 29 დეკემბრის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან დაკავშირებით

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი: „თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება.  სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ დაიძაბება. ევროკავშირს და სხვებსაც მოუწევთ გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

ოთხშაბათი, 25 დეკემბერი

19:00 – პროტესტის 28- დღე: პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქალების მარშს შეუერთდა

საპროტესტო აქციის 28-ე დღეს ქართველებმა პროტესტი დედაქალაქში გამართული სხვადასხვა მსვლელობით გამოხატეს. ახალი არჩევნების მოთხოვნით ერთ-ერთი მსვლელობა ქალებმა გამართეს, რომელიც პარლამენტის წინ ჩვეული ადგილის ნაცვლად ორბელიანების სასახლის წინ დასრულდა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისულ ქალებს შეუერთდა და სიტყვით მიმართა: „ქალები არიან ყველაზე მაგრები ამ ქვეყანაში და ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის, მომავლისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის”.

13:25 – პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა იქმნება

სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენლის საინიციატივო ჯგუფი საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას ქმნის, რომლის მიზანიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა. მემორანდუმის მიხედვით, ამ მიზნების მისაღწევად  უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა. მემორანდუმში ხაზგასმულია უმოკლეს დროში  ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობა, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლება.

11:20 – დაძაბული ვითარება ოზურგეთის საკრებულოში, თავდასხმები დეპუტატებსა და ოპერატორებზე

ოზურგეთის საკრებულოში სხდომა დაიგეგმა, სადაც დეპუტატებს ხელფასების ზრდაზე უნდა ემსჯელათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები შენობაში იმ დერეფნით შევიდნენ, სადაც ოპოზიციის წევრებს ხელში ეკავათ ჟურნალისტებისა და აქტივისტების სურათები, რომლებიც სასტიკად სცემეს პოლიციელებმა და ე.წ. „ზონდერებმა“. როდესაც პროევროპული ოპოზიციის დეპუტატები შევიდნენ სხდომაზე ამ ბანერებითა და სურათებით, მათ ძალადობრივად დაესხნენ თავს და იძულებით გაიყვანეს ოთახიდან. „ქართული ოცნების“ წევრებმა „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ ოპერატორებიც სცემეს. პოლიცია სწრაფად ჩაერია და ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თათია ნიკოლაშვილმა, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, განაცხადა, რომ „ტიტუშკებივით“ იქცევიან და ამისთვის მათ ხელფასებს უმატებენ. ჟურნალისტებს სხვადასხვა საგნები, მათ შორის კალმები ესროლეს.

სამშაბათი, 24 დეკემბერი

23:38 – ჰელსინკის კომისია მოქმედებისთვის მოუწოდებს, რათა საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩეს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდით დგანან. ახლა დროა აშშ-მ და მსოფლიოს დემოკრატიულმა ქვეყნებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი“.

20:00 – საპროტესტო აქციის 27-ე დღე, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

უწყვეტი საპროტესტო აქციების 27-ე დღეს, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. პარლამენტის წინ ხალხი სხვადასხვა ადგილიდან შეიკრიბა – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყეს და მარშით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ. სხვები მათ მას შემდეგ შეუერთდნენ, რაც კიდევ ერთხელ გამართეს აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ და ხელისუფლების კრიტიკოსებისთვის საეთერო დროის გამოიყოფა მოითხოვეს. აქცია აჭარაშიც, მთავრობის შენობის წინ გაიმართა.

ორშაბათი, 23 დეკემბერი

23:23 – ამერიკელი სენატორი რიში: „ამ ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რანგის წევრი, სენატორი ჯიმ რიში: „საქართველოს ხელისუფლების თავდასხმები აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე უნდა დასრულდეს. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“.

21:11 – გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს აჩერებს

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი: „გერმანიამ, სინანულით, შეაჩერა 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები საქართველოსთან. სვენია შულცე [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი] ეხმაურება საქართველოს მიერ ევროპული გზის დატოვებას და საპროტესტო აქციების ჩახშობას. ჩვენ შევაჩერეთ მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელის, წყლის ინფრასტრუქტურის [ბათუმში] დაფინანსება. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა შენარჩუნებულია“.

18:36 – პროტესტს ონკოლოგიური პაციენტები უერთდებიან

რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი ონკოლოგიური პაციენტები ახალ არჩევნებს, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და ევროსტანდარტებთან შესაბამის ჯანდაცვის სისტემას ითხოვენ. აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელში სახელმწიფო ხარჯების მიმართ კრიტიკული ბანერები უჭირავთ, პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავენ. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მომავლის მნიშვნელობას იმ პაციენტების სიცოცხლისთვის, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.

18:18 – თბილისში ემიგრანტთა ოჯახები მსვლელობას მართავენ

თბილისში, ევროპის მოედანზე ქართველი ემიგრანტების ოჯახები შეიკრიბნენ და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და ახალი არჩევნები მოითხოვეს. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავენ. მათ იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში კეთილდღეობა შეიქმნება, რათა ემიგრანტებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ.

16:13 – თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ქევხიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

აქციების დროს დაკავებული საბა ქევხიშვილი საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქევხიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ქევხიშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს და შემდეგ სცემეს. ქევხიშვილიც იხსენებს, რომ მას ერთ-ერთი სპეცრაზმელი გამოელაპარაკა და ჰკითხა, თუ რას აპროტესტებდა, საპასუხოდ მან სპეცრაზმელს საკუთარ მობილურში აქციების მონაწილის, ზვიად მაისაშვილის ცემის ვიდეო აჩვენა.

16:00 – მოსამართლე ენუქიძემ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

ესტონეთის ხელისუფლების მიერ სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.

12:30 – განათლების სამინისტროსთან მშობლების საპროტესტო აქცია იმართება

სკოლის მოსწავლეების მშობლები განათლების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ხარისხიანი განათლების უფლების წინაშე არსებული საფრთხის გამო. აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვენ.

12:00 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმეს

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმა.

11:20 – ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს მხარს უჭერს და ორ მოთხოვნას ადასტურებს

სამმა ოპოზიციურმა ძალამ გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში ბრიფინგი გამართა. ირაკლი კუპრაძემ „ძლიერი საქართველოდან“ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ „მტკიცეა ქართველ ხალხთან ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი“. „ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას და საქართველოს პრეზიდენტი და ინსტიტუტი ოპოზიციური კოალიციების მხრიდან სრული მხარდაჭერით სარგებლობს“, – დასძინა მან. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზადაა „ქართულ ოცნებასთან“ დისკუსიაში ჩაერთოს ერთდაერთ საკითხზე: „როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, რა წესებით და პირობებში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დღეს არის 57-ე დღე მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები და თითქმის ორი თვე გავიდა არჩევნების დღიდან და ამ არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ რამდენიმე რუსეთის სატელიტი ქვეყანა, მათ შორის ისეთები, როგორიციაა ვენესუელა და ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ესეც არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც ყოველდღე ხორციელდება რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, – დასძინა ჯაფარიძემ.

11:15 – დაკავებულთა ნივთების უკანონო ჩამორთმევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან აქციის მონაწილეებს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაკავებულთა მიმართ მოპყრობის შესახებ არსებულ წუხილებს გამოეხმაურნენ. საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა დაკავებულებს პირადი ნივთები სამართლებრივი პროცედურების გარეშე ჩამოართვეს. მისი თქმით, ნივთების ამოღების პროცესი არ იყო დოკუმენტირებული, რის გამოც დაკავებულები თავიანთ ნივთებს ვეღარ ითხოვენ და მათ არც იციან, როდის შეძლებენ ამ ნივთების დაბრუნებას.

11:10 – საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

თბილისში აქციის მონაწილეები პროკურატურასთან შეიკრიბნენ და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ ხელში ეკავათ ბანერები წარწერით „თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს“, ისინი წინააღმდეგობას გამოხატავდნენ და სამართლიანობისკენ მოუწოდებდნენ.

09:00 – პიტერ ფიშერი: საქართველომ უნდა უპასუხოს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ შეშფოთებას

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა მშვიდობიანი მომიტინგეების ბოლოდროინდელი დარბევა გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები საერთაშორისო შესწავლის საგანია. მან განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის მხოლოდ შიდა საკითხები, არამედ გლობალური საზოგადოების ლეგიტიმური შეშფოთებაა. ფიშერმა ასევე ხაზი გაუსვა კავშირს უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას შორის. მისი თქმით, „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო უნდა უპასუხოს შეშფოთებას ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საგანი და არა შიდა საქმეები. ეუთოში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და ფუნქციური დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის გარეშე“.

კვირა, 22 დეკემბერი

22:10 –პრეზიდენტი ზურაბიშვილი ივანიშვილს ახალი არჩევნების თარიღზე მოსალაპარაკებლად იწვევს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს მიმართა, სადაც დაადასტურა, რომ ის თანამდებობაზე რჩება. პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, მივიდეს პრეზიდენტის რეზიდენციაში, რათა 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნების თარიღზე მოილაპარაკონ.

20:02 – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კობახიძეს ურჩევს „უკან წაიღოს განცხადება“, რომლითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრება

თეოდოროს რუსოპულოსმა შეახსენა კობახიძეს, რომ „პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს გააჟღერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომლის თანახმადაც, 29 დეკემბერს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მას დააპატიმრებდნენ, მიუღებელია, ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“. მან მიმართა კობახიძეს „დაიცვას ევროპის საბჭოს პრინციპები, რომლებსაც მან პატივი უნდა სცეს“.

19:54 – გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ამბობს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში არჩევნებზე „სერიოზულ ხარვეზებს“ ავლენს

ევროკომისარმა მარტა კოსმა დაწერა, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში „ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტულ რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა და აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი – რამაც ასიათასობით ქართველი ქუჩაში გამოიყვანა“.

19:00 – რუსთაველის გამზირზე მსვლელობების მონაწილეები შეიკრიბნენ

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე მსვლელობის მონაწილეებმა მოიყარეს თავი, რომელთა შორის იყო კახელების მარში, ბაიკერების მარში და ანწუხელიძის (ვეტერანთა) მარში.

პარასკევი, 20 დეკემბერი

12:14 – გლდანის ციხესთან აქცია გაიმართა

საპროტესტო აქციის 23-ე დღეს აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისში, გლდანის ციხესთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაციის „დაფიონის“ დაკავებული ლიდერის, ზვიად ცეცხლაძის დედაა, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი შვილი „რეჟიმის პატიმარია“.

11:49 – ნიდერლანდების პარლამენტმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ნიდერლნდების პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. მას ბრალად ედება „სერიოზული რუსული ჩარევა, კანონის უზენაესობის საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღება და ევროკავშირის საწინააღმდეგო კურსის გატარება“. რეზოლუცია მოუწოდებს მთავრობას, ევროპულ საბჭოს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით მიმართოს და საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად იმოქმედოს მსგავსი მოსაზრებების მქონე ქვეყნებთან. დოლიძის თქმით, რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით.

ხუთშაბათი, 19 დეკემბერი

20:50 – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პროტესტი

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მეტრო რუსთაველიდან პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც უფრო მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა ერთიანი მოთხოვნები გააჟღერეს, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარება და უკანონოდ დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება.

20:40 – ბათუმში საპროტესტო აქციები ზედიზედ 22 დღეა გრძელდება

ბათუმში იუსტიციის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ზედიზედ 22-ე დღეა საპროტესტო აქციები იმართება, სადაც მონაწილეები ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

20:30 – კალათბურთელთა მსვლელობა

პროფესიონალი კალათბურთელები და კალათბურთის მოყვარულები მამების მსვლელობას შეუერთდნენ და ისინი ახლა ერთად მიემართებიან რუსთაველის გამზირზე პარლამენტისკენ, ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.

20:20 – მამების მსვლელობა

მამები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ, სადაც სოლიდარობა გამოუცხადეს ახალგაზრდა თაობას – თავიანთ შვილებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად საპროტესტო აქციას მართავენ.

18:20 – გურულების საპროტესტო მსვლელობა თბილისში

უწყვეტი საპროტესტო აქციების 22-ე დღეს, გურიის რეგიონიდან გურულები თბილისში აქციას მართავენ. გურულები ევროპის მოედანზე იკრიბებიან და პარლამენტისკენ მიემართებიან. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს.

17:15 – კიდევ ერთი აქტივისტი 2 200 ლარით დააჯარიმეს

კიდევ ერთი აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი, რომელიც სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს და 2 დეკემბერს დააკავეს, 2 200 ლარით დააჯარიმეს. ჯვარშეიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას ნეკნები ჩაუმტვრიეს და გაიხსენა, როგორ ემუქრებოდნენ მას შავნიღბიანი ოფიცრები გაუპატიურებით. თუმცა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეაწყვეტინა მას და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე მსგავსი საკითხები არ განიხილება.

17:05 – სავარაუდოტიტუშკებიგირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გიგა შუბითიძე და აკაკი ფიჩხაური, ორი სავარაუდო „ტიტუშკა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ორი ნიღბიანი მამაკაცი საზოგადოების პროტესტის შემდეგ დააკავეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მეტროში მომიტინგეების მოკვლის გეგმებს განიხილავდნენ.

12:59 – თიბისი და საქართველოს ბანკი დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა განაცხადეს, რომ ერთობლივად გამოყოფენ 5 მილიონ ლარს მოქალაქეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. განცხადების მიხედვით, ამ თანხიდან  2.5 მილიონი ლარი მოხმარდება დაზარალებული და დაშავებული პირების, მომიტინგეების დახმარებას.

ოთხშაბათი, 18 დეკემბერი

20:00 – მსვლელობები რუსთაველის გამზირზე

სხვადასხვა ლოკაციებიდან დაწყებული მსვლელობების მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოიყარეს თავი. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.

19:13 – უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა სააკაძის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა გამართეს. მონაწილეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. გარდა ამისა, ქალაქში სხვა მსვლელობებიც იმართება. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მიემართება მრავალფეროვნების მარში და განათლების სამინისტროდან კი მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის.

15:00 – შშმ პირები და მათი მშობლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თბილისში შშმ პირებისა და მათი მშობლების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ევროპა ჰპირდება გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა ინტეგრაციას და შესაძლებლობებს. მშობლები ხაზს უსვამენ, რომ სერვისები, რომლებსაც ძირითადად დასავლური დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი შვილებისთვის. ისინი მოითხოვენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს და ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას.

შშმ პირების მშობლევი ევროპულ მომავალს ითხოვენ. ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

სამშაბათი, 17 დეკემბერი

22:33 – „ერთიანობანაციონალური მოძრაობისგორის ოფისზე თავდასხმა მოხდა

გორში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ. სამეთვალყურეო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ შენიღბულმა პირმა ოფისის მინასთან, სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქა, რაც მინის ჩამსხვრევის მიზეზი გახდა. იმ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება) დაიწყო.

22:31 – ოპოზიციის ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე აქციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი

ოპოზიციური კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აქციაზე ე.წ. „ტიტუშკებმა“ მასზე სახრასნისით თავდასხმა სცადეს და კისერი გაუკაწრეს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ახლოს იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ის იდგა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეესწრნენ ინციდენტს. ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ სასწრაფოს იქვე მდგარმა ადამიანებმა დაურეკეს, ხოლო პოლიცია დაპირდა, რომ მივიდოდა, თუმცა 1.5 საათის ლოდინის შემდეგაც არ გამოჩნდა. ამის შემდეგ ვაშაძეს გამომძიებელმა დაურეკა და უთხრა, რომ 10 წუთში იქნებოდა, თუმცა 10 წუთის შემდეგ დარეკა და უთხრა, რომ აღარ მივიდოდა.

17:55 – პროტესტის ნიშნად გადამდგარი პოლიციელი გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს

პოლიციელი გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა, გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

17:00 – 620 კომპანია შეუერთდა ბიზნეს პლატფორმას „თავისუფალი“

იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბიზნეს პლატფორმას „თავისუფალი“ შეუერთდნენ, სწრაფად იზრდება. ამ დროისთვის პლატფორმას 620 კომპანია შეუერთდა, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა კოკა-კოლა, მაკდონალდსი, პსპ და სხვა.

14:53 – სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები უკავიათ წარწერით – „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და სამართალდამცავების მიერ ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.

14:41 – ილიაუნის სტუდენტები შსს-თან საპროტესტო აქციას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ლოზუნგით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას, სანამ არ გათავისუფლდება აქციების დროს დაკავებული ყველა პირი.

12:00 – დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან

ევროკავშირის, ჩეხეთის, ესტონეთის, დანიისა და ნიდერლანდების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 30 ნოემბერს სახლში მიმავალი პურის ყიდვისას დააკავეს. დაკავების შემდეგ იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ცხრასაათიანი დაკავების შემდეგ გოგილაშვილი ექიმმა გასინჯა და დაზიანებების სიმძიმის გამო იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

10:45 – ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოიძიებენ გზებს ეროვნულ დონეზე სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებისთვის

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის აღდგენის თაობაზე 16 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას ჰქონდა საერთო გაგება, რომ უნდა დაწესდეს მოგზაურობის აკრძალვა იმ პირებზეც, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეეცდებიან სამოგზაურო შეზღუდვების დაწესების გზების მოძიებას ეროვნულ დონეზე“.

ორშაბათი, 16 დეკემბერი

23:12 – მილერი: აშშ უახლოეს კვირებში სხვა სანქციებს განახორციელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი: „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობით, იმ ქმედებებით, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. თქვენ იხილეთ, რომ ჩვენ ამ პარასკევს დავაწესეთ ახალი სავიზო შეზღუდვები მთავრობასთან დაკავშირებული 20 პირისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაზე და ასევე გვექნება სხვა ზომები, რომელთაც უახლოეს კვირებში მივიღებთ… ჩვენ გვაქვს სხვა სანქციებიც, რომელთაც უახლოეს კვირებში განვახორციელებთ… ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთი ღამის მანძილზეა შესაძლებელი. ასეთი სანქციების დაწესებისას უნდა დარწმუნდე, რომ ისინი კანონს შეესაბამება და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა“.

20:50 – სასამართლომ აქტივისტ მანაგაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა, კალანდაძე 2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი მეგობარი ნიკო კალანდაძე, რომელიც მანაგაძესთან ერთად 13 დეკემბერს დააკავეს, 2 000 ლარით დააჯარიმა.

19:58 – აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იკრიბებიან და საეთერო დროს ითხოვენ

საპროტესტო აქციის მე-19 დღეს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ კიდევ ერთი აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეები კვირების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან გაშუქებას, საეთერო დროის გამოყოფას და ხელმძღვანელობის გადადგომას.

19:27 – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ნიდერლანდები მხარს უჭერს ევროკავშირის სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი: „საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია. კარგია, რომ არსებობს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერა ქართველ დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის. ეს მკაფიო გზავნილია. ასევე ვითხოვთ მეტ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, ნიდერლანდები აგრძელებს ევროკავშირის სანქციების მხარდაჭერას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ და ასევე ცდილობს ქართველი ხალხის დახმარებას. მაგალითად, ჩვენ ვყიდულობთ ჟურნალისტებისთვის დამცავ აღჭურვილობას, როგორიცაა გაზის საწინააღმდეგო ნიღბები, რათა მათ განაგრძონ თავიანთი გადამწყვეტი საქმის კეთება“.

18:05 – ევროკავშირი ქართველ დიპლომატებსა და სხვა ოფიციალურ პირებს ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებს

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. საბჭომ ვერ მიაღწია საჭირო ერთსულოვნებას „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების დასანქცირებისთვის, თუმცა მან სთხოვა ევროკომისიას მოამზადოს ოფიციალური დოკუმენტი დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ, რისთვისაც კვალიფიციური უმრავლესობაც საკმარისია.

18:07 – ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

17:49 – კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები პარლამენტამდე მსვლელობას მართავენ

კინემატოგრაფისტები და კინომოყვარულები საპროტესტო მარშს მართავენ. ხელოვანებმა მსვლელობა კინოთეატრ „აპოლოდან“ დაიწყეს. მათ ხელში უჭირავთ ბანერი: „საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია“. მსახიობები სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ კოლეგებს, ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს და მოითხოვენ, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

16:45 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გაათავისუფლეს

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც 4 დეკემბერს პოლიციის მიერ პარტია „დროას“ ოფისის რეიდის დროს დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 6 დეკემბერს მას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის.

16:00 – ესტონეთის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს

ესტონეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024 წლის გაზაფხულზე „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღებას და შეშფოთებას გამოხატავს ქართულ პოლიტიკაში რუსული გავლენის ზრდის გამო. ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობის გამო და ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს. „თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიო გიყურებთ და თქვენი ძალისხმევა მნიშვნელოვანია. იყავი ძლიერი. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

15:56 –  მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე თანამდებობას ტოვებს

მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ თანამდებობდა დატოვა, ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მელიქიძე კარიერას ცენტრალურ აზიაში კერძო სექტორში გააგრძელებს. მელიქიძე ამ თანამდებობაზე 2020 წლიდან მუშაობდა. მას ლევან ვერძეული შეცვლის.

15:16 – ბიზნეს პლატფორმას „თავისუფალი“ 304 კომპანია უერთდება და ახალ არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს  

Freebusiness.ge არის პლატფორმა, რომელიც 15 დეკემბერს ამოქმედდა. ბოლო ინფორმაციით, პლატფორმას 304-მდე კომპანია შეუერთდა. ვებგვერდზე გაერთიანებული ბიზნესკომპანიები აფრთხილებენ, რომ კრიზისი ქვეყანას გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს. „აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – აცხადებენ ბიზნესკომპანიები.

14:35 – ალეკო ელისაშვილი გაათავისუფლეს

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა სთხოვა. ელისაშვილს ბრალი სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ედება, რაც პოლიტიკური საქმიანობისთვის პირის ძალადობით დევნას ეხება და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

14:25 – ოპოზიცია ბალტიისპირეთის ქმედების შემდეგ ევროკავშირის უფრო ფართო სანქციებს ითხოვს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, 15 დეკემბერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებთან სასწრაფო შეხვედრა გამართეს, რათა განეხილათ მიმდინარე პოლიტიკური არეულობა და ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ დაწესებული სანქციები. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ოპოზიციურ ჯგუფებს შორის კოორდინაციის გაძლიერება და მათი წინააღმდეგობის გაძლიერება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია აქტიურად იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც დააწესონ სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ.

13:00 – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის გამო სანქციების დაწესებას ითხოვს

მარია მალმერ სტენერგარდმა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საგარეო საქმეთა საბჭოში დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაზე ისაუბრა და განაცხადა: „ძალიან შეშფოთებული ვარ განვითარებული მოვლენებით და ჩვენ ასევე უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების მიმართ უხეშ მოპყრობაზე“.

12:51 – კურიერები დაკავებული კოლეგის მხარდასაჭერად აქციას მართავენ

მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მხარდასაჭერად ჯანდაცვის სამინისტროსთან კურიერები შეიკრიბნენ. მათ მიიტანეს ბანერები დაკავებული კურიერის გამოსახულებით. მორიგი საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 14:00 საათზე იგეგმება.

კვირა, 15 დეკემბერი

15:15 – ხელოვნებათმცოდნეების საპროტესტო აქცია თბილისში

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება, რა დროსაც ხელოვნებათმცოდნეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

14:55 – ლიეტუვამ 17 თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუსის ბუდრისმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ სანქციები დაუწესა 17 თანამდებობის პირს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სისასტიკეზე არიან პასუხისმგებელნი. „ლიეტუვა დგას საქართველოს ხალხისა და მისი ევროპული ოცნების გვერდით. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და კიდევ 17 პირი დავამატეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას. ახლა ევროკავშირის დონეზე ერთობლივი  მოქმედების დროა“.

13:12 – ზურაბიშვილი: „ისევ თვითნებური ღამის დაპატიმრებები“

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა: „ისევ თვითნებური ღამის დაპატიმრებები, მათ შორის სტუდენტური მოძრაობის „სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკო მანაგაძის“.

12:01 – ესტონეთმა კიდევ 14 ჩინოვნიკი დაასანქცირა

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ესტონეთმა სანქციები დაუწესა უფრო მეტ ქართველ ჩინოვნიკს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის დროს. სანქციები სულ 25 თანამდებობის პირს ეკისრება. „ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ოფიციალურ პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. ძალადობა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ“.

შაბათი, 14 დეკემბერი

22:30 – სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს

ადვოკატის თქმით, ნიკო მანაგაძე აქციიდან სახლში ბრუნდება როდესაც დააკავეს. ასევე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც დაკავების დროს მას ახლდა. ორივე მათგანი დიღმის მესამე იზოლატორშია გადაყვანილი.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროცესში მონაწილეობა მოითხოვა.

18:45 – საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება

ქუთაისსა და ზუგდიდში ზედიზედ მე-17 დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება, აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს „რუსული რეჟიმი“, ახალი არჩევნები და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს.

15:30 – ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია თბილისში

თბილისის საკონცერტო დარბაზთან ექსტრემალური სპორტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გმირთა მოედნისკენ მსვლელობა დაგეგმეს. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არის „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და მათ მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები „არაკონსტიტუციურია“. აქციის მონაწილეთა გზავნილი ნათელია: 1. ხელახლა ჩატარდეს არჩევნები, 2. გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები.

15:00 – „სამართლიანი არჩევნები“: საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არაკონსტიტუციური და უკანონოა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) განაცხადა, რომ „ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა. აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია“.

13:30 – დედების საპროტესტო აქცია თბილისში

დედების ჯგუფმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანების სასახლისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ერთადერთი „ლეგიტიმური ინსტიტუტია ქვეყანაში“. ისინი გმობენ მათი შვილების მიმართ განხორციელებულ სასტიკ ძალადობას და აპროტესტებენ უსამართლობას, რომელიც მათი აზრით, თბილისსა და სხვა რეგიონებში ხდება. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ყველა იმ პირის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, უკანონოდ არიან დაკავებულები.

12:09 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს „დემოკრატიის დაცინვას“ უწოდებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს „დემოკრატიის დაცინვას“ უწოდებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. „ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, დღეს ცენტრალური კომიტეტი, როგორიცაა „პარლამენტი“, „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“ დემოკრატიის დაცინვით. ეს არასოდეს შეუშლის ხელს საქართველოს გააგრძელოს თავისი ევროპული გზა და დემოკრატიული მომავალი!“

10:30 – საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ფონზე პარლამენტთან პოლიცია მობილიზებულია

პარლამენტის შენობასთან, შემოღობილ პერიმეტრში პოლიციაა მობილიზებული, ხოლო თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია განთავსებული იმ ფონზე, როცა საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების ჩატარებასა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

09:30 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან ცოტა ხნით გამოჩნდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ცოტა ხნით გამოჩნდა. მედიასთან საუბრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეში სამსახურში მიდის.

07:00 – საპროტესტო აქცია საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ

თბილისის საკონცერტო დარბაზიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო. მოქალაქეები დღეს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ.

This post is also available in: Русский

Back to top button