2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5.5%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19.025 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5.468 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.8%-ით, 13.557 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.089 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.
იმავე პერიოდში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.636 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 2.062 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.728 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.598 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია 1.084 მლრდ აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 1.048 მილიარდი აშშ დოლარი, ყაზახეთი – 714 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 611 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 580 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 512 მლნ აშშ დოლარი.
იმპორტის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი 2.219 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს აშშ 1.596 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი 1.481 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი 1.341 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია 1.042 მლნ აშშ დოლარით.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 2 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ფეროშენადნობები 311 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 242 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 237 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 198 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 144 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 119 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 99 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 95 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 86 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.939 მლრდ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 2.718 მლრდ აშშ დოლარით, რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.091 მლრდ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 513 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 304 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – 261 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 232 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 178 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 170 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 133 მლნ აშშ დოლარით; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – 115 მლნ აშშ დოლარით და დანარჩენი საქონელი 7.842 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/11/2024 – 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5.5%-ით გაიზარდა
- 21/10/2024 – 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა
- 15/10/2024 – 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა
- 19/09/2024 – 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)