ახალი ამბები
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 5.5%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19.022.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5.468 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.8%-ით, 13.554 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8.086 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/10/2024 – 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა
- 15/10/2024 – 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა
- 19/09/2024 – 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3%-ით გაიზარდა
- 19/08/2024 – 2024 წლის იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 1.6%-ით გაიზარდა
- 13/08/2024 – 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)