2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16.778 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-იანი ზრდაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 4.1%-ით გაიზარდა და 4.787 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.6%-ით, 11.991 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.204 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.9%-ია.
იმავე პერიოდში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.334 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 1.836 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.473 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.428 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 957 მილიონი აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 908 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 635 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 544 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 523 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 462 მლნ აშშ დოლარი.
იმპორტის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი 1.987 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს აშშ 1.377 მლრდ აშშ დოლარით, რუსეთი 1.313 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი 1.194 მლრდ აშშ დოლარით და გერმანია 902 მლნ აშშ დოლარით.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 1.763 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ფეროშენადნობები 227 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 215 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 211 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 170 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 128 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 108 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 84 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 82 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 76 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.725 მლრდ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 2.341 მლრდ აშშ დოლარით, რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 982 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 463 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 275 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – 230 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 224 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 160 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 143 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 120 მლნ აშშ დოლარით; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – 102 მლნ აშშ დოლარით და დანარჩენი საქონელი 6.950 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/10/2024 – 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3.7%-ით გაიზარდა
- 19/09/2024 – 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3%-ით გაიზარდა
- 19/08/2024 – 2024 წლის იანვარ-ივლისში საგარეო ვაჭრობა 1.6%-ით გაიზარდა
- 13/08/2024 – 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა
- 26/07/2024 – 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.2%-ით შემცირდა
- 19/06/2024 – 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 2.7-ით შემცირდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)