skip to content
ახალი ამბები

2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით შემცირდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (7.4%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (4.5%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (2.6%-იანი კლება), და კომუნიკაცია (12.7%-იანი კლება).  

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.5%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.9%-იანი ზრდა), და კომუნიკაცია (5.7%-იანი კლება).  

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9%), თევზეული (0.8%), რძე, ყველი და კვერცხი (0.1%). ამასთან, მოცემულ პერიოდში ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1%).  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button