ახალი ამბები
საქსტატი: 2024 წლის ივნისში მშპ 7.5%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა.
2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, მშპ-ს ზრდის იანვარ-ივნისის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- 28/06/2024 – საქსტატი: 2024 წლის მაისში მშპ 9.2%-ით გაიზარდა
- 19/06/2024 – საქსტატი: 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ 8.4%-ით გაიზარდა
- 31/05/2024 – საქსტატი: 2024 წლის აპრილში მშპ 11.8%-ით გაიზარდა
- 30/04/2024 – საქსტატი: 2024 წლის მარტში მშპ 8.2%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)