skip to content
ახალი ამბები

საქართველოდან ივნისში 26 უცხოელი გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ივლისს განაცხადა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივნისში საქართველოდან ირანის, პაკისტანის, იორდანიის, ერაყის, რუსეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ნიგერიის, ინდოეთის და სხვა უცხო ქვეყნების, ჯამში 26 მოქალაქე გააძევეს. შსს-ს ინფორმაციით, გაძევება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელდა.

შსს-მ ასევე განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button