skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ „ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც 4 მაისს ამოქმედდა, „ქართული ლეგიონი“ „ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.

„ქართული ლეგიონი“ აერთიანებს, დაახლოებით, 700-დან 1000-მდე მებრძოლს, ძირითადად ქართველებს, თუმცა ასევე სხვა უცხოელ მოხალისეებსაც, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინაში იბრძვიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონბასში ომი დაიწყო. 2016 წლის თებერვალში ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში შევიდა.

„FSB-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული ფორმირება „ქართული ნაციონალური ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილებისა და „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ ფედერალური კანონის შესაბამისად, ჯგუფი შეტანილ იქნა, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში, და მისი საქმიანობა რუსეთში აიკრძალა“, – განუცხადა FSB-მ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასს“-ს.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა, რომელსაც შარშან რუსეთმა დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა და ძებნილთა სიაში შეიყვანა, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს განუცხადა: „„ეს ნიშნავს ჩვენს ეფექტურ მუშაობას, რასაც ასევე გავაგრძელებთ და ქართული ლეგიონი დღეს აუცილებლად აღნიშნავს რუსეთში ტერორისტულ სიაში შეყვანას”. ცოტა ხნის წინ მამულაშვილმა განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button