ახალი ამბები

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი დაუსწრებლად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მან 70-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონიდან უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა. ამის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ 28 ივლისს გაავრცელა.

ამავე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად ასევე დაეკისრა საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილს, რომელიც მედიასივრცეში მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაქირავებული პირების აყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს.

საგამოძიებო კომიტეტის თქმით, „დადგინდა, რომ მამულაშვილმა ქართული ეროვნული ლეგიონი 2014 წელს შექმნა და საქართველოდან ხალხი დაიქირავა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით“.  

ქართული ლეგიონი 700-დან 1000-მდე მებრძოლს აერთიანებს, ძირითადად, ქართველებს, თუმცა ასევე უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონბასში ომი დაიწყო. 2016 წლის თებერვალში ლეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში გაერთიანდა. ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი, რუსეთთან რამდენიმე ომის, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ვეტერანი, და ლეგიონი ადრე რუსეთმა ლუგანსკის ოლქის სოფელ მაკიივკაში რუს ტყვეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, რუსი სამხედრო ტყვეები მოკლეს. მამულაშვილმა ბრალდებები უარყო და მათ „რუსული დეზინფორმაცია და არა პირველი“ უწოდა. 2015 წელს, ქართველების მიერ გაწეული სამსახური უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა დააფასა და 29 ქართველი მებრძოლი „უკრაინის სიყვარულისა და თავდანწირვისთვის“ მედლებით დააჯილდოვა. ლეგიონის პოლიტიკის თანახმად, მის რიგებში გაწევრიანება მხოლოდ გამოცდილ მებრძოლებს ან სამხედრო ვეტერანებს შეუძლიათ.   

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button