ახალი ამბები
ფოტო ამბავი | „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება
12 მაისს, 22:00 საათზე, აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირთან შეიკრიბნენ, რათა მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია გამართონ საქართველოს პარლამენტთან, სადაც „ქართული ოცნება“ 13 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაზე მიღებას გეგმავს.
წვიმიანი და ქარიანი ამინდის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილამდე აპირებენ დარჩენას, სადაც დილის 9 საათზე საკომიტეტო მოსმენისთვის მმართველი პარტიის დეპუტატები აპირებენ მისვლას.
დაახლოებით დილის 6 საათზე პოლიციამ პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები განათავსა და პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მშვიდობიანი მომიტინგეები დაშალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)