ახალი ამბები

შვედეთმა ქართველი დიპლომატი ადამიანის უფლებების შესახებ შეშფოთების გამო დაიბარა

11 ივლისს, საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, „სადაც მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა სოციალურ ქსელში.

X-ზე გამოქვეყნებულ იმავე პოსტში სტენერგარდმა აღნიშნა მისი ქვეყნის მონაწილეობა ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 11 ივლისის ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი „შეშფოთებულები“ და „ღრმად შეწუხებულები“ არიან საქართველოში „მდგომარეობის გაუარესებით“.

This post is also available in: English

Back to top button