
ახალი ამბები
თბილისში სახურავის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
14 ივლისის საღამოს, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნგრევამ იქვე გაჩერებული რამდენიმე მანქანაც დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვითან ორ წლამდე, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
This post is also available in: English