ახალი ამბები

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია შექმნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 აპრილს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კომისია შექმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრაც ორბელიანების სასახლეში გამართა. კომისია კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდა.

შესარჩევი კომისიის წევრები არიან:

  • თამარ სულუხია – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • არჩილ მესტვირიშვილი – ყოფილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და საბჭოს წევრი, IMF-ის ექსპერტი;
  • ნიკოლოზ ყაველაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი;
  • გიორგი ხიშტოვანი – PMC კვლევითი ცენტრი, კვლევითი დირექტორი;
  • გიორგი ისაკაძე – მედიაკომპანია BMG-ს გენერალური პროდიუსერი;
  • ქეთევან თათოშვილი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის მდივანი

ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურია 4 წევრის თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადი შევიდა. კომისია შერჩეულ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარუდგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button